вторник, 17 января 2012 г.

პლატონი


                                                                                             

                                          პლატონის შესახებ                           

 ფილოსოფოსი პლატონი არისტოკრატიის წრეს ეკუთვნოდა , დემოკრატიის წინააღმდეგ იბრძოდა, მისი ბიძა იყო ‘’ოცდაათი ტირანის’’ მეთაური ჰიპიასი. ‘’პლატონი’’არ არის მისი ნამდვილი სახელი მას დაბადებისას არისტოკლე დაარქვეს. ფართო შუბლის გამო მას პლატონი შეარქვეს (პლატოს ბერძნულად ფართოს ნიშნავს) ის გახლდათ სოკრატეს მოსწავლე და არისტოტელეს მასწავლებელი.

მას მარტივი პოეტური სტილი აქვს , ძირითადი ნაშრომები დიალოგური ფორმის არის და სოკრატე გვევლინება მათში, რაც უფრო ემატებოდა ასაკი პლატონს  მით უფრო კლებულობდა სოკრატეს როლი მის ნაშრომებში , ხშირად ის სოკრატეს დიალოგით გამოხატავდა თავის აზრს ამიტომ ძნელია გავარჩიოთ რომელია სოკრატეს აზრები და რომელი თვითონ პლატონის.

    40 წლის ასაკში მან ჩამოაყალიბა ათენში ცნობილი აკადემია რომელიც იუსტინიანე I ბიზანტიელმა დახურა, იმის შიშით რომ ქრისტიანობა გავრცელდებოდა .ამავე აკადემიაში სწავლობდა არისტოტელე.აკადემიას პლატონი სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა .

                         ‘’ დუალიზმი- ორი სამყარო, მატერიალური და იდეალური ‘’                    

პლატონის ნაშრომებში ძირითადად რამდენიმე თემა ფიგურირებს , ერთ-ერთი მათგანია იდეათა თეორია ,ის ისევე როგორც სოკრატე ეძებდა რაღაც ზოგადს , იდეები ზოგადი ცნებებია რომლებიც იდეალურ სამყაროში არსებობენ , ისინი ფორმები არიან რომლებიც ფუნქციას აძლევენ მუდმივად ცვალებად სამყაროს . მატერია არის ხის ნაჭერი იდეა არის მაგიდა . მაგიდის იდეა .იდეა გრძნობადი საგნის არსება[1] ,მაგრამ მისგან დამოუკიდებლად არსებობს იდეათა სამყაროში, საგანათა ყველა გვარს თავისი იდეა აქვს, თვით დედამიწასაც აქვს იდეა (ფორმა , ეიდოსი) რომლის მიხედვით დემიურგი , ხელოვანი ქმნის სამყაროს[2].

                                      ‘’სულის შესახებ’’

‘’ფედონში’’ მას ასახული აქვს სოკრატეს სიკვდილი. ამ დიალოგში ფედონი ყვება სოკრატეს ბოლო წუთებს . სული - არის ჭეშმარიტების მაძიებელი მარადიული  . ადამიანი სანამ სხეულის ვნებებს ემონება ის ვერ მიაღწევს ჭეშმარიტებას ,მხოლოდ ჭეშმარიტი ფილოსოფოსი რომელიც დაბადებიდანვე მიისწრაფის სიკვდილისკენ რომ მისი სხეული განათავისუფლდეს სულისგან და მიაღწიოს ჭეშმარიტებას  ამიტომ არ უნდა ეშინოდეს მას სიკვდილის[3].  სხეული არის გალია რომელშიც მომწყვდეულია სული ,იგი ფრთიანი ეტლის მსგავსია რომელიც სამი ნაწილისგან შედგება : მეეტლესგან (გონება) , ურჩი ცხენები : ნება და სურვილი[4]. გრძნობადი სამყარო თავისი მაცდური სიამოვნებებით ხელს უშლის ფილოსოფოს შეიმეცნოს ჭეშმარიტება , ყველაფერი რაც ცვალებადია , ტყუილია და მოჩვენებითი. მხოლოდ კეთილი სულები მიფრინავენ იმ მარადიულ სამყაროში. ვინც  სწორად ვერ იცხოვრა და ბოროტი სული აქვს სიკვდილის შემდეგ იმ ცხოველის სხეულში სახლდება რომელსაც სიბოროტით გავდა წინა ცხოვრებაში[5].პლატონი მატერიალისტებს ‘’საშინელ ადამიანებს’’ უწოდებდა[6] რადგან ისინი არსებულად თვლიდნენ მხოლოდ იმ საგნებს რომლის აღქმა შეიძლება გრძნობადი ორგანოებით, პლატონის ჟეშმარიტი ყოფიერება მხოლოდ გონებით მისაწვდომი უსხეულო მარადიული იდეებია ხოლო სამყაროში არსებული მატერიალური სხეულები მათი ანარეკლებია  .

                                          ‘’ შემეცნების  თეორია’’

პლატონი საკმაოდ მარტივი ენით წერდა თავის ნაშრომებს თუმცა ის თვლიდა რომ ჟეშმარიტების გადმოცემა არაა ადვილი , მეტიც შეუძლებელია. როგორც ვიცით პლატონი ეწინააღმდეგებოდა სოფისტებს , ისინი უარყოფდნენ ზოგადს. ცოდნა დამყარებულია გამოცდილებაზე რომელიც უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენში , პლატონი ეთანხმება სოკრატეს საკუთარი თავის შეცნობას , ის ასევე ასახელებს ცოდნის 5 საფეხურს წრის მაგალითზე[7] .ცოდნა რაიმეს შესახებ ეს არის ჯერ ცნება მის შესახებ , მისი ასახვა , დაკონკრეტება , თუ წრეს დავხატავთ მივხვდებით  რომ ეს წრეა რადგან მას ახასიათებს ის თვისებები რაც ‘’წრის ცნებაშია’’ მისი წაშლის შემდეგ მისი ცნება არ წაიშლება , მისი არსება. პლატონი ასევე თვლის რომ ცოდნის მისაგებად საჭიროა კარგი მეხსიერება და რომ ცოდნა თავიდანვე არის სულში და საჭიროა მისი უბრალო გახსენება .  



                                                             რეზიუმე  

მოგეხსენებათ შუასაუკუნეები ითვლება ადამიანის და ღმერთის დაახლოების ეპოქად, ამ პერიოდში მკვეთრად იბადება ქრისტიანობა როგორც რელიგია , ადამინები აცნობიერებენ რომ სამყაროში მარტოები არ არიან და არსებობს ღმერთი ის ერთადერთი რომელიც აბსოლუტურია და განაგებს სამაყაროს . მას ეთაყვანებიან ადამიანები ‘’საიდუმლოებით’’ მოცული ტრადიციებით , ღმერთი მიჩნეულია ‘’სიყვარულად სიყვარულისთვის და სიყვარულით ‘’

    პლატონის ნაშრომებში ისახება ქრისტიანობის ფორმები , მიუხედავად იმისა რომ ანტიკური ეპოქა და შუასაუკუნეები ერთმანეთისგან განსხვავებული ორი პერიოდია . პლატონის გავლენა ჩანს შუასაუკუნეების იდეოლოგიაში.ეს არის ერთგვარი სინთეზი ქრისტიანობის და პლატონიზმის. 

                            პლატონი გახლდათ ის დიადი ფილოსოფოსი რომელმაც აღზარდა არისტოტელე და სოკრატეს მოსწავლე იყო , ის იყო პოეტი  და მისი მხატრული ნაწარმოები ალამაზებენ მის თეორიებს. მან შექმნა ნაშრომი სახელმწიფო სადაც აღბეჯდა იდეალური სახელმწიფოს  გეგმა .მას ჯეროდა რომ სამყარო გაყოფილია ორად და ნამდვილი სამყაროა მხოლოდ იდეათა ,სამყარო კი მხოლოდ ანარეკლია ,მოჩვენებითი რეალობა მისთვის ნაკლებად საინტერესო იყო.

                              გამოყენებული ლიტერატურა

1)      ‘’ფედონი’’ პლატონი ბ.ბრეგვაძეს თარგმანი

2)      ‘’ტიმაიოსი’’ პლატონი 

3)       ‘’ანტიკური ლიტერატურა’’ გ.თევზაძე








[1] გ.თევზაძე . ‘’ანტიკური ფილოსოფია’’-84 გვ


[2] გ.თევზაძე .  ‘’ანტიკური ფილოსოფია-85 გვ .’’ტიმაოოსი’’


[3]  ‘’ფედონი’’ IX,XII, - გამოცემა ‘’ნაკადული’’ თბილისი 1966 .


[4] გ.თევზაძე ‘’ანტიკური ლიტ.’’ ‘’ფედროსი’’


[5] ‘’ფედონი’’ LVII-გამოცემა ‘’ნაკადული’’ 1966


[6] გ.თევზაძე-ანტიკური ლიტ’’
[7] ‘’მე VI წერილი’’ გ.თევზაძე ‘’ანტიკური ლიტ’’-82-83 გვ.

Комментариев нет:

Отправить комментарий